Saturday, March 19, 2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება. შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება. გენმოდიფიცირებულიაღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, აღნიშნავს საკვები პროდუქტების ექსპერტი შალვა მელქაძე, რომელსაც “ამბიონი” გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ესაუბრა.
ბატონო შალვა, რა არის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები და რა გზით მიიღება გენური ინჟინერიის კულტურები?
გენურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ცნება უშუალოდ დაკავშირებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის ცნებასთან. თანამედროვე ბიოტექნოლოგია კი სათავეს იღებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან და თეორიულად ეფუძნება გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებს, მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიღწევებს.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება ამ “სასურველი” თვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარესა, ან ცხოველში. სწორედ ამ გზით წარმოიქმნებიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. ამდენად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი არის ის მცენარე ან ცხოველი, რომელსაც მისი გენეტიკური მასალის ცვლილებით (ახალი გენის ჩანერგვით) მინიჭებული აქვს რომელიმე ახალი “სასურველი” თვისება. მაგ. ყინვაგამძლეობა, სწრაფი სიმწიფე, უხვმოსავლიანობა და ა.შ.. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმების გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევები, ძირითადად გამოიყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებიდან და ცხოველებიდან) იწარმოება გენმოდიფიცირებული პროდუქტები – სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, საკვები პროდუქტები (ადამიანისა და ცხოველის), კვებითი ინგრეგია.

No comments:

Post a Comment